2018-10-19 15:27:53
"სუბელიანს დეკემბერში უნდა მოეკლა თავი, როდესაც მისი შვილის გამო ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი მოკლეს"

„მამები სიმართლის დაცვისათვის", "ნუ გვაბოლებ"- ამ სახელწოდებით, მთავარ პროკურატურასთან აქცია მიმდნარეობს, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებიან.

როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ იმ მიზეზით, რომ მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს თავი შეახსენონ.

„მოვედით მთავარ პროკურატურასთან, რომ თავი შევახსენოთ შალვა თადუმაძეს. რაღაც ისტორიებს თხზავენ, რომ მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადაო. კადრები რაც "რუსთავი 2"- ის ეთერში გავიდა, ხელისუფლებამ და ძალოვანმა უწყებამ აჟიოტაჟი ატეხეს მირზა სუბელიანის, ჯაფარიძის უფლებები დაირღვაო, ვინ ჩაწერა ჩუმად და გამოძიება უნდა დავიწყოთო. თავად, რომ გამოყარეს, მაგაზე გამოძიებას რატომ არ იწყებენ? სუბელიანმა ახლა კი არ უნდა მოიკლას თავი,მას დეკემბერში უნდა მოეკლა თავი,როდესაც მისი შვილის გამო ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. ახლა აღარ აქვს თავი მოსაკლავი. ვაჟკაცობა თუ უნდოდა მაშინ ჩაედინა ვაჟკაცობა",-განაცხადა სარალიძემ.

 

ამავე თემაზე