2018-10-19 14:18:42
ნიჟარები, მილები, სათლები... - ბათუმის პლაჟი 'სანაპიროს სახინკლეების" დახურვის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)

ბათუმის სანაპიროზე, შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. პლაჟის სახინკლეები მეპატრონეებმა სექტემბერში დახურეს, ტერიტორია კი ინვენტარის საწყობად გამოიყენეს. 

ინფორმაციას და ფოტომასალას, თუ რა მდგომარეობაა სანაპიროზე, "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. 

ფოტოებიდან ჩანს, რომ სანაპირო ზოლზე უწესრიგოდ ყრია ჭურჭლის სარეცხი ნიჟარები, მილები, სათლები, დაზიანებული ფიცრები, ფანჯრის დაზიანებული ნაწილები, რკინის ბოძები და სხვა ინვენტარი.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმის მერიას სანაპირო ზოლის დაბინძურებისთვის მოიჯარეები ამ დრომდე არ დაუჯარიმებია. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ობიექტების მეპატრონეებს მხოლოდ გაფრთხილება გაუგზავნეს, თუმცა როდის, ამ ინფორმაციას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

წყარო: "აჭარის ტელევიზია"


 


 

 

 

ამავე თემაზე