2018-10-19 13:23:33
ისტორიული გალვნის შეღებვისთვის, სიღნაღის მერია ჯარიმას არ გადაიხდის

მე-18 საუკუნის გალავანზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მერიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული 12 000 ლარის ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს.  რაიონული სასამართლოს მოსამართლე პაატა ნოზაძემ  საქმის წარმოება შეწყვიტა.

 

მისი გადაწყვეტილებით, ჯარიმას მხოლოდ სამშენებლო კომპანია „ინსტალ +“ გადაიხდის, რომელიც გალავნის ტერიტორიაზე მდებარე დენდროლოგიური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სწორედ სიღნაღის მერიის დაკვეთით აწარმოებდა და სამუშაოების მიმდინარეობისას ისტორიული თაღი ყვითლად შეღება. 

 

 

ამავე თემაზე