2018-10-19 12:34:21
"რუსული რბილი ძალა" - პროტესტი ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის პარალელურად

მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია“- ს წევრები თბილისში, ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ. მათ სასტუმრო "ძველ თბილისთან", სადაც აღნიშნული ფორუმი მიმდინარეობს, აქცია გამართეს და ანტისაოკუპაციო ბანერები გამოფინეს. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის რუსული რბილი ძალის მოქმედება საქართველოში, რადგან საქართველო არ არის ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყანა და მსგავსი სახის ფორუმებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებითა და კავშირებით, რუსეთს სურს საქართველო ამ კავშირში შეიტყუოს. 

ამავე თემაზე