2018-10-19 11:46:19
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ხონში ამომრჩევლებს შეხვდა

მხარდამჭერებთან შესახვედრად და მათთან პრობლემებზე სასაუბროდ ხონის რაიონში ჩავიდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე ადგილობრივები სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ. რეგიონში აქტუალურია ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის საკითხი, რის გამოც მოსახლეობა საბანკო დავალიანების დაფარვასაც ვერ ახერხებს. ყველაზე მთავარ პრობლემად აგილობრივები სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას ასახელებენ. დავით ბაქრაძის განცხადებით: ოცნების ხელისუფლების პირობებში ადამიანების ცხოვრება უფრო გართულდა და საზოგადოება სასიკეთო ცვლილებებს ითხოვს

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით: „არ შესრულდა დაპირებები, ქვეყანა მიდის არასწორი მიამრთულებით. ამ ყველაფერს ჭირდება შეცვლა და შეცვლის გზა არის არჩევნები. ამიტომ ჩვენი ამოცანა 28 ოქტომბერს არის შევცვალო თქვეყანა, ამოვიყვანოთ ხალხი დღევანდელი უკუსვლიდან და ჭაობიდან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს გავაკეთოთ ყოველგვარი შურისძიების, დაპირისპირების, არეულობის გარეშე. საქართველოს ჭირდება მშვიდობიანი ცვლილებები და სწრედ ჩვენი პოლიტიკური ძალაა ის ძალა, რომელიც ყოველგავრი არეულობის გარეშე მშვიდობიანად ამოიყვანს ქვეყანას უძრაობიდან და წაიყვანს მას წინ” -განაცხადა დავით ბაქრაძემ

ამავე თემაზე