2018-10-19 11:33:41
"საუბრები ავთენტურია" -"ომეგა" ბრიტანული ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროვებს

ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია სიმართლეს არ შეესაბამება - ეს განცხადება, კომპანია „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა გააკეთა.

აღდგომელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებზე ექსპერტიზის ახალი დასკვნა გაასაჯაროვა.

მისი გაცხადებით, ბრიტანული საექსპერტო ბიუროდან კიდევ ორ ჩანაწერზე ჩატარებული დასკვნის პასუხები მიიღეს.

საუბარია ჩანაწერზე რომელშიც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „თბილისის თამბაქოს" მეწილისა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის საუბარია ასახული.

ჩანაწერში საუბარია თამბაქოს ბიზნესის განკარგვაზე, „ომეგა ჯგუფის“ წილების გაყოფასა და კომპანიის დაფუძნებაზე, ასევე მოგების 25% „ფონდში“ გადარიცხვაზე.

„დადგინდა, აუდიოფაილი შედგება სხვადასხვა სექციებისგან აღებული ერთი ვრცელი აუდიოფაილიდან, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობდა უწყვეტად, შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია სიმართლეს არ შეესაბამება“-ამბობს აღდგომელაშვილი.

მეორე ჩანაწერი მოიცავს ლევან ყიფიანის და და „ომეგას“ მენეჯერების საუბარს. ამ ჩანაწერში ლევან ყიფიანი 30 მილიონიდან პროცენტს ითხოვს, ასევე ითხოვს მანქანებს ყოფილი მინისტრებისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნოდარ ხადურისთვის.

ლევან აღგომელაშვილის თქმით, ექსპერტიზამ ამ ჩანაწერის ავთენტურობაც დაადგინა.

 

ამავე თემაზე