2018-10-18 18:33:51
„თუ რამე მოსმენა ხდება, ლეგიტიმურად გამოძიების ფარგლებში"

შს მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე ფარული მიყურადება ხორციელდება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმაურება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ  გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებს და არ გამორიცხავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუდიოჩანაწერი წინასაარჩევნო პერიოდში გასაჯაროვდეს.

„თუ რამე მოსმენა ხდება ლეგიტიმურად გამოძიების ფარგლებში და იქნება რომელიმე მათგანთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი, ბუნებრივია, ასეთს შეიძლება როდესმე დაველოდოთ, ეს ზოგადად და პირობითად. თუმცა, კონკრეტული გამოძიების დეტალებზე მე არ შემიძლია, დღეს პასუხი გაგცეთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიაზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. გახარიას განცხადებით, შს სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური ახდენენ გამოძიებას, თუმცა რა საქმეზე, ეს ფაქტი მას არ დაუკონკრეტებია.

 

ამავე თემაზე