2018-10-18 16:56:49
"ოცნების" წევრი ახალციხეში, დავით ბაქრაძის მხარდამჭერებთან შეხვედრას იღებს (ფოტო)

ახალციხის მერიის ააიპ „მძლეოსნობის სპორტული კლუბის“ თანამშრომელი და "ქართული ოცნების" წევრი, ზურაბ ხაჭაპურიძე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრის კადრებს ტელეფონით აფიქსირებდა. დავით ბაქრაძე ამომრჩევლებს მესხეთის სახელმწიფო თეატრის შენობაში ხვდებოდა, რა დროსაც ხაჭაპურიძე განათების ოთახიდან ფოტოებს იღებდა.

„ჩუმად იღებდა ფოტოებს. შემდეგ ნახავენ ამ ფოტოებს „ოცნების“ შტაბში და განიხილავენ ვისთან ვინ მიაგზავნონ იმისთვის, რომ დააშინონ და დაამუშაონ. რა თქმა უნდა, გამოგზავნილი იყო და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდა, რომ დავალებული ჰქონდა“ განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ, რომელმაც "ოცნების" წევრი, ტელეფონით ხელში დააფიქსირა და თავადაც გადაუღო ფოტო. 

თავად ზურაბ ხაჭაპურიძე კითხვაზე, რატომ იმყოფებოდა თეატრში და რატომ იღებდა ფოტოებს, აცხადებს, რომ "ეს პროვოკაციაა და ეგეთ შეკითხვებს არ პასუხობს“

პროვოკაციაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კოპაძეც -„რა უნდოდა არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც პროვოკაციაა" ამბობს ის.

წყარო: sknews.ge


 

ამავე თემაზე