2018-10-18 15:49:17
"მირზა სუბელიანზეც გვეუბნებოდნენ, რომ ვერ დავიჭერდით, მაგრამ დღეს ის პატიმარია"

შს მინისტრი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანი იმდენ ხანს იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, რამდენსაც ქართული სასამართლო გადაწყვეტს - მირზა სუბელიანზეც გვეუბნებოდნენ, რომ ვერ დავიჭერდით, მაგრამ მირზა სუბელიანი დღეს არის პატიმარი- ამბობს გახარია.

"დღეს მე არ მაქვს არანაირი უფლება და არანაირი სურვილი დეტალებში ვისაუბრო ამ საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ვართ არჩევნების კონტექსტში და ეს ყველაფერი კეთდება არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე. თუმცა, დეტალურად ვიცი ყველა გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად. გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს დეტალურ დონეზე. ვიცით ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს, ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი

მინდა, აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

 

 

ამავე თემაზე