2018-10-18 15:28:13
"ჩვენი ოპონენტები ცდილობენ მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა"

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტელეეთერის საშუალებით ბოლო დროს გავრცელებული აუდიოჩანაწერები „რეალობის მოდელირების მცდელობას“ წარმოადგენს.

„მოდით, ყველაფერს სისტემურად შევხედოთ და ავირჩიოთ, თუ რა არის ობიექტური კრიტერიუმი ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისთვის. გუშინაც და რამდენიმე კვირის წინაც ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს ჩვენი რეფორმების შედეგად მიღწეული საქართველოს პოზიცია საერთაშორისო რეიტინგებში. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ მთელ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ მთელ მსოფლიოს შევუქმნათ ილუზია, რომ საქართველოში ასეთი სისტემური პრობლემები გვაქვს? არა, ამას კონკრეტული ადამიანების ჯგუფი აკეთებს, რომ შექმნან ილუზია, თითქოს საქართველოში მსგავსი პრობლემები არ არის გადალახული. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ეს პრობლემები გადაილახა 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქართულმა საზოგადოებამ აირჩია სწორედ ამ მიზნით, რომ მსგავსი სისტემური დანაშაულებები საქართველოში დასრულებულიყო. ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ამას უშუალოდ ჩადიოდნენ, დღეს ცდილობენ მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა. ეს არ გამოუვათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა,

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვისი გეგმის ნაწილია ეს ყველაფერი, ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქეს რომ შეეკითხოთ, მათთვის ეს ამბავი არ იქნებოდა სიურპრიზი, ვინაიდან, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით ამაზე და ვიცით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს ადამიანები თუ რაზე იყვნენ წამსვლელები.

 

ამავე თემაზე