2018-10-18 13:47:01
"ვაკეთებ საქმეს რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ... ნიკა გვარამია დამიმახსოვრე შე ფაშისტკა"

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ოფისს და პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს საღებავებს ასხამს თვითონ არის და ამ საქმიანობას ისევ გააგრძელებს:

„სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები ჩემი მონაწილეობით,სადაც ნაც.მოძრაობის ოფისს ვაფერადებ შესაბამისი სიმბოლიკით ჩემი ინიციატივით. არ მჩვენია ქათამივით უკან დახევა.

დიახ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ნაციონალური მოძრაობა!

დიახ, მე და ჩემი თანამოაზრეები გამოვიყენებთ ყველა ხერხს, ქვეყანაში ფაშისტური განწყობილების აღმოსაფხვრელად!

გირგოლ ვაშაძე მუშაობდა სსრკს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბირთული განიარაღების დეპარტამეტში, ამიტომ ის ჩვეულებვრივი კაგებეშნიკია და მისი პრეზიდენტობა ნიშნავს ქვეყნის რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე გადასვლას,რაც პროგრესული თაობისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.

გირგოლ ვაშაძეს სურს ეს ქვეყანა გადააქციოს ერთ დიდ შტაბკვარწირად სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, არ არსებობს პლურალიზმი და აწამებენ ადამიანებს,რასაც მე პირადად არასოდეს შევეგუები !

გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურს ვებრძოლო გრიგოლ ვაშაძეს,როგორც მოღალატე კაგებეშნიკს.

თუ ჩემი ქმედებები არ შეესაბამება კანონს, მზად ვარ ვაგო პასუხი. მაგრამ მჯერა, ვაკეთებ საქმეს რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისთვის.

ნიკა გვარამია დამიმახსოვრე შე ფაშისტკა, ეს იყო პასუხი!” – წერს შაკო კუჭაშვილი.

ამავე თემაზე