2018-10-18 12:12:54
"ეს უნდა დასრულდეს... ეხება მედიასაც... დავიღალეთ" - ბესელია ჩანაწერებზე

 

უნდა დასრულდეს გადაბიჯება კანონის, რომელიც გულისხმობს ასეთი ჩანაწერების გაშვების აკრძალვას, როდესაც ის არ არის კანონიერად მოპოვებული. ეს ეხება მედიასაც - აცხადებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე “ომეგა” ჯგუფთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა “პოლიტმეტრში”.

ბესელია თვლის, რომ ერთადერთი, ვინც შეიძლება ასეთი ჩანაწერი გაასაჯაროოს, არის გამოძიების ორგანო, რომელმაც იცის, კანონიერია თუ არა ჩანაწერი და მოიპოვა თუ არა კანონიერად.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ამ განცხადებით, ბესელიამ ამბობს, რომ "ყველა დაიღალა":

“დაიღალნენ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ყველა დავიღალეთ, თქვენც, მეც, რომელთაც გამოვიარეთ ის პერიოდი, როდესაც ამ ჩანაწერებით გვესაუბრებოდნენ ყოველდღე, ძილისპირულივით გვესმოდა ეს ჩანაწერები. მაშინაც სულ ამ კითხვას ვსვამდი — არსებობს რაიმე კანონიერი სარჩული ასეთი ჩანაწერების ჩვენების? როდესაც მედია პირდაპირ იწყებს ამ ჩანაწერების დემონსტრირებას და გასაჯაროებას, დღესაც მაქვს ეს განცდა”. ამბობს ბესელია. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაუჩნდა მას პროტესტი ახლა, იმის გათვალისწინებით, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წელს ციხეში წამების კადრების გავრცელების შემდეგ მოვიდა, ბესელია ამბობს - “მე ყოველთვის მქონდა ეს პროტესტი”.

ამავე თემაზე