2018-10-18 11:08:13
რუსეთი ნატოს გემებს აზოვის ზღვაში არ შეუშვებს-ლავროვი
"უკრაინა -ნატოს სამხედრო წვრთნები აზოვის ზღვაში არარეალურია, ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. "ახლა უკრაინას სურს ნატო აზოვის ზღვაში წვრთნების ჩასატარებლად მიიწვიოს, მაგრამ იქ უკვე ვერავინ შევა, რადგან უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს შეთანხმება, რომლისთანახმადაც აზოვის ზღვაში სამხედრო გემების შესვლას ორივე მხარის თანხმობა სჭირდება."-აცხადებს RT France, Le Figaro და Paris-თან ინტერვიუში ლავროვი. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის საზღვრებთან ნატოს პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრობს და ასეთად განიხილავს სამხედრო წვრთნებს საქართველოში.
ამავე თემაზე