2018-10-17 18:31:27
გიორგი ჭელიძის ადვოკატები

ულტრანაციონალისტ გიორგი ჭელიძეს 15-მდე ადვოკატი ჰყავს. ჭელიძის უფლებადამცველების თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ჭელიძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

ადვოკატების ნაწილმა დღეს პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა. მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის მოტივით ჭელიძის უფლებადამცველები დააჯარიმა. ადვოკატები, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას მოითხოვენ.

გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ბრალდებითაა დაკავებული. 

ფოტო - რადიო თავისუფლება

ამავე თემაზე