2018-10-17 15:46:59
"ეს მატროსოვი მემკვიდრეობით მერგო"? - ბრალდებულების განცხადებები (ვიდეო)

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ გიორგი მერებაშვილის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასმართლო პროცესს ორი ბრალდებული დაესწრო.

გიორგი მერებაშვილი და რევაზ შიუკაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ისინი აცხადებენ, რომ პროკურატურის მთავარი მიზანი წინასაარჩევნო სპეკულაციებია.

მათივე თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. 

მთავარმა პროკურატურამ დღეს, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნილად გამოაცხადა და ფარული აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც მათი მტკიცებით 2007 წელსაა გაკეთებული და გამოძიებამ 2016 წელს მოიპოვა.

ჩანაწერი1

ჩანაწერი2

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული. სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს. რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

ამავე თემაზე