2018-10-17 15:42:47
"მთავრობა შევიდა იმ კრიზისში, საიდანაც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი -არჩევნები " - დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პრემიერის უარს ეხმაურება, რომელიც მან გიორგი მარგველაშვილს მთავრობის საგანგებო სხდომის დანიშვნის მოთხოვნაზე უთხრა. მის შეფასებით კი პრემიერი ვერ აცნობიერებს იმ ღრმა კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

„ის  უარს აცხადებს დიალოგზე, ის უარს აცხადებს იმ თემების განხილვაზე, რომელიც დღეს აინტერესებს საზოგადოებას და რომელზეც საზოგადოება ელის პასუხს სწორედ ხელისუფლებისგან და მთავრობისგან. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს რომ დღევანდელი მთავრობა შევიდა იმ კრიზისში, საიდანაც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი -არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამავე თემაზე