2018-10-17 14:32:37
შიუკაშვილი: "მინდა ვაღიარო - ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს. როდის წამიყენებთ ამაზე ბრალს?“

საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს. პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი საქმეს ფალსიფიცირებულს უწოდებს.

"მაინტერესებს, არჩევენამდე ორი კვირით ადრე, რატომ ხდება ყველაფერი და რატომ მიყენებთ ბრალს?! 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იყო და ორი კვირით ადრე 26 მაისის საქმეზე წამიყენეთ ბრალი. 2 წელია საქმე სასამართლოში განიხილება და 20 მოწმეა მხოლოდ დაკითხული, მთავარი დამნაშავე და დამრბევი კი გარეთაა. ახლა ეს ბრალი და აგერ 11 დღეში კიდევ არჩევნებია. ყველაფერი ფალსიფიცირებულია და თქვენ ყველაფერზე მოგეთხოვებათ პასუხი ძალიან მალე. მინდა ვაღიარო მარტო ერთი რამ - ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს. როდის წამიყენებთ ამაზე ბრალს?“, - მიმართა პროკურორებს რევაზ შიუკაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ დღეს, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახნილად გამოაცხადა და ფარული აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც მათი მტკიცებით 2007 წელსაა გაკეთებული და გამოძიებამ 2016 წელს მოიპოვა.

ჩანაწერი1

ჩანაწერი2

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული. სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

ამავე თემაზე