2018-10-17 13:45:37
მთავრობა ვალდებული არ არის პრეზიდენტის მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს- კილაძე

მთავრობა ვალდებული არ არის, პრეზიდენტის მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს- აცხადებს სოფო კილაძე პრეზიდენტის შეტავაზებასთან დაკავშირებით, მოიწვიონ მთავრობის სხდომა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება

„კონსტიტუციით პრეზიდენტი უფლებამოსილია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე დისკუსიის გამართვა მოითხოვოს, მაგრამ კონსტიტუციაში არ წერია, რომ მთავრობა ვალდებულია პრეზიდენტის ამ უფლებამოსილებას ანგარიში გაუწიოს. მთავრობის პრეროგატივაა, რამდენად გაუწევს ანგარიშს პრეზიდენტის მოთხოვნას. მთავარია, რომ პრეზიდენტი არ არის მთავრობის მეთაური. მთავრობას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, ხოლო პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილებები გააჩნია“, - განუცხადა ჟურნალისიტებს კილაძემ

 

 

ამავე თემაზე