2018-10-17 10:40:48
"ბიუჯეტში გადასახადს ყველა გადაიხდის"

სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიუჯეტში გადასახადს ყველა გადაიხდის, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" საუბრისას. 

"ის, რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კარგად გაერკვევა, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, მაგრამ აქვე სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიუჯეტში გადასახადს ყველა გადაიხდის. საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როგორც ჩანს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ნურავის ნუ ექნება ამის ილუზია. საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში, ისე, როგორც ეს შეეფერება იმ სტანდარტს, რისკენაც მივილტვით - საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ბახტაძემ

ამავე თემაზე