2018-10-17 10:05:21
"მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ" - პასუხი პრეზიდენტს

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ, - ასე უპასუხა პრემიერმა ბახტაძემ შეკითხვას პრეზიდენტის წინადადებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის აქტუალურ საკითხებზე მთავრობის სხდომა მოიწვიოს, რომელსაც გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.

რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო“.

„საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით. ბუნებრივია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს“, - განაცხადა ბახტაძემ

ამავე თემაზე