2018-10-17 09:55:03
"ვაყენებ მოთხოვნას! NGO-ებმა შეაფასონ ნიკა გვარამიას განცხადება"

მე დღეს, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაყენებ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, რომ მათ შეაფასონ ნიკა გვარამიას განცხადება, – განაცხადა „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ. 

„ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ეს არის ფაშისტური განცხადება, ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძველი და ამაში ალბათ მთელი საზოგადოება დაგვეთანხმება. ფაშიზმი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების მოკვეთა ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის სფეროდან. ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც ეფუძნება ადამიანის ღირსების ტოტალურ შელახვას. როდესაც ასეთ განცხადებას არ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უნდა იყვნენ თეორიულად ეტალონები ამ სფეროში და ტონის მიმცემები სხვებისთვის, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი... ნიკა გვარამიამ გააკეთა ბოლშევიკური განცხადება და როდესაც ამას არა მარტო ნეგატიურად არ აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ უფრო მეტიც, შემდეგ მხარდაჭერას უცხადებს, ეს არის უფრო მეტი ვიდრე შემაშფოთებელი. როდესაც საუბარია ადამიანების მოკვეთაზე კულტურის სფეროდან, ეკონომიკის სფეროდან და პოლიტიკის სფეროდან და თუ ამას არ აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ამავე თემაზე