2018-10-16 12:26:09
ფარული ჩანაწერების საქმეზე პარლამენტში შესაძლოა დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას - ზოიძე

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში, აკაკი ზოიძე, არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

"ჩვენ მივმართავთ ყველა ბერკეტს, რაც პარლამენტს გააჩნია და რომელიც ზედამხედველობას ეხება. იქნება ეს შესაბამისი საპარლამენტო საათით დაწყებული, მინისტრების დააბარებით, თუ სხვა ზედამხედველობის მექანიზმით, რაც პარლამენტს გააჩნია. შევიკრიბებით უმრავლესობასთან ერთად და ჩამოვყალიბდებით. ეს არ იქნება ერთჯერადი თემა, სანამ ბოლომდე არ ამოვწურავთ“, - განაცხადა ზოიძემ და შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება პარლამენტმა საგამოძიებო კომისია შექმნას, დასძინა: „არაფერს გამოვრიცხავ, მთავარია ჩვენ მოვისმინოთ კითხვებზე პასუხები ეს არის საზოგადოების ყველაზე მაღალი ინტერესის საგანი".

შეგახსენებთ, რომ ზოიძე პარლამენტში შს მინისტრის მისვლასაც ითხოვს 

ამავე თემაზე