2018-10-16 12:17:11
სკანდალური ჩანაწერები - პარლამენტში შესაძლოა სპეციალური მოსმენა გაიმართოს

ბრალდებულ მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე პარლამენტში, შესაძლოა, სპეციალური მოსმენა გაიმართოს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მოსმენა მას შემდეგ გაიმართება, რაც გამოძიება იქნება მზად ყველა კითხვას პასუხი გასცეს. დეპუტატის ცნობით, ეს იყო საუბრის ერთ-ერთი თემა მთავარ პორკურორთან გუშინდელ შეხვედრაზე.

„პარლამენტმა უნდა მიიღოს ინფორმაცია. საქმე მათ შორის პარლამენტის წევრს ეხება, რომელიც არის საუბრის მონაწილე. დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ ის იყო შეხვედრის დროს. პარლამენტმა უნდა მოისმინოს ინფორმაცია მას შემდეგ, რაც გამოძიება იქნება მზად, რომ გარკვეული სურათი, შეფასება და დასკვნა შემოგვთავაზოს თუ რა დაადგინა მან. პარლამენტმა ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს პროკურატურის, იუსტიიცის სამინისტროს მხრიდან. ყველას ინტერესშია გამოძიება იყოს ობიექტური და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. როცა ადამიანი შანტაჟის ენით საუბრობს, ნებისმიერი პასუხისმგებლობით მატარებელი პირი, თავს ვალდებულადაც თვლის, რომ ყველაფერი გახდეს ღია და გამჭირვალე. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კითხვები არ დარჩეს უპასუხოდ და ყველაფერი გაირკვევს, არავინ არავის ხელს არ დააფარებს.“ - განაცხადა ეკა ბესელიამ

ამავე თემაზე