2018-10-16 11:27:26
აკაკი ზოიძე გახარიას პარლამენტში დაბარებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს - ამის შესახებ განცხადება, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ზოიძემ გააკეთა.

"ოპოზიცია კი არ ითხოვს, მეც ვითხოვ. თუ რაიმე მტკიცებულება აქვს სუბელიანს, რაღაც ტერაბაიტებზე რომ არის საუბარი, წარმოადგინოს. ჩვენი მხრიდან პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ბოლო დეტალამდე ჩავიდეთ ამ საქმეში. ეს არის პრინციპული საკითხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისათვის, რომ ამ ქვეყანაში არასდროს განმეორდეს ის, რასაც ჩვენს ისტორიულ დანაშაულს ვხედავდით და ამ კოშმარში გვიწევდა ცხოვრება",- განაცხადა ზოიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, არაერთ გახმაურებულ საქმეზე, კანონდარღვევაზე, ძალადობის შედეგად მოპოვებულ ჩვენებებსა და მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს.

აკაკი ზოიძის თქმით, მისთვის პრინციპულად გამოძიების პროცესი ბოლომდე მივიდეს და დადგინდეს როგორც ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე მოხდეს გამოძიება იმ ფაქტებისა, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი.

მისივე განცხადებით, აუცილებელია სუბელიანმა მტკიცებულებების სახით წარადგინოს ის "ტერბაიტები", რომელიც მას კომპრომატის სახით აქვს შენახული.

 

ამავე თემაზე