2018-10-16 11:11:28
“ჩემს გოგოს და მეგობრებს გამოვართვი” - მაკრახიძე ზურაბიშვილისთვის შეწირულ 50 000-ზე

გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილისთვის შესაწირი თანხა შვილს და მეგობრებს გამოართვა-  “დანაზოგი მაგდენი არ მქონდა, ამიტომ ჩემს გოგოს და მეგობრებს გამოვართვი, შევასრულე 50 000 ლარი და ისე გადავურიცხე ქალბატონ სალომეს”, — განუცხადა გორის იოსებ მაკრახიძემ რადიო "მოზაიკას"

შეგახსენებთ, რომ იოსებ მაკრახიძემ სექტემბრის დასაწყისში ზურაბიშვილისთვის ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა და განაცხადა- "რა წვლილი უნდა შევიტანო ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში, სად მაქვს მაგის სახსრები".

10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ შემომწირველთა სიაში კი აღნიშნულია, რომ მაკრახიძემ ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა. 

ამავე თემაზე