2018-10-16 10:35:08
"ბიძინა ივანიშვილიც უკვე აღარ არის ლიდერი. ბიძინა ივანიშვილი ამ სისტემის ერთ-ერთი ჭანჭიკი, ერთ-ერთი რიგითი თანამონაწილეა"

მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო მირზა სუბელიანის ერთგვარი ვენდეტა ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას. ხუხაშვილის შეფასებით, მმართველმა პარტიამ სისტემასთან ბრძოლა წააგო.

„ფაქტობრივად ახლა მიმდინარეობს ოპერაცია „ბუმერანგი“. ყველაფერი ის, რაშიც ბრალდებული იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას მიერ, მათი მმართველობის პერიოდში, ბუმერანგივით უტრიალებენ ახლა ყველაფერს და სამწუხაროდ ამის გარკვეული საფუძველიც იქმნება. ფაქტობრივად „ქართულმა ოცნებამ“ წააგო ბრძოლა სისტემასთან. ანუ სისტემამ გაიმარჯვა უკვე, „ქართული ოცნება“ არის მძევალი, სისტემა უკვე მუშაობს თავის თავზე და ბიძინა ივანიშვილიც უკვე აღარ არის ლიდერი. ბიძნა ივანიშვილი ამ სისტემის ერთ-ერთი ჭანჭიკი, ერთ-ერთი რიგითი თანამონაწილეა. „ქართული ოცნება“ რეაგირებს კონკრეტულ საქმეზე. ვერ ხვდებიან მარტივ რაღაცას, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს და ამას სისტემური პასუხი სჭირდება და არა რეაგირების რეჟიმში, მორიგი სისულელეების შეთხზვა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება „გაპრავების“ მცდელობები:

„ვიქტორ ჯაფარიძე დეპუტატია და კარგი, იტყვიან დეპუტატს შესვლა შეუძლია, მაგრამ ის მეორე კაცი ვინ იყო?! ასე ხდება ციხეში, რომ ვიღაც გაუგებარი ტიპები, მიდიან პატიმართან და ორსაათიან მასლაათს მართავენ?! ეს შეხვედრა იყო თუ არა ციხის რეჟიმის დარღვევა?! ამაზე პასუხი ააქვთ?! რაც შეეხება ჩანაწერს, მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო მირზა სუბელიანის ერთგვარი ვენდეტა ხელისუფლებაზე. მან იფიქრა, რომ ის გადააგდეს. მას შეჰპირდნენ რაღაცას და გადააგდეს. ვფიქრობ ხელისუფლებაში გაჩნდა უკვე ეჭვის ჭია, ამ ხელისუფლების საქმე არის ცუდად და ვიღაცები ფიქრობენ გახდნენ ბედუკაძეები უკვე დღეს. სუბელიანი ამის არც პირველი და არც ბოლო პრეცედენტი არ იქნება. ჩვენ ბედუკაძე გავხადეთ გმირი მაშინ და ბევრი მოინდომებს ბედუკაძეობას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ამავე თემაზე