2018-10-16 10:01:49
ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა "ოცნებას" 50 ათასი ლარი შესწირა

 

ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა მმართველს პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა. შემოწირულობა ბურკიაშვილმა მაშინ გააკეთა, როდესაც ის ეროვნულ ბანკში თანამდებობაზე არ მუშაობდა. ოფიციალურად მოვალეობის შესრულებას ბურკიაშვილი 17 ოქტომბერს დაიწყებს. 

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ბურკიაშვილი სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, სწორედ „ოცნებისთვის“ შეწირული ათიათასობით ლარის გამო დაინიშნა.

"ამ მდგომარეობაში მყოფი ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ქვეყნის წინაშე, რომელიც არსებობს საფრთხის სახით, პირველ რიგში მთავრობის პოლიტიკა. ყველა კანონი, რომელიც შემოვიდა პარლამენტში არის მთავრობის ინიცირებული და ეროვნული ბანკი მორჩილად უქნევს თავს,“-აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა სამწუხაროდ და არც არის მოსალოდნელი რომ ბოლო იქნება. „ქართული ოცნება“ მზად არის რომ გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დიდ ფინანსურ მასას მოუყაროს თავი სალომე ზურაბიშვილის გარშემო და სწორედ ამ გზით ფიქრობენ ისინი, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე

ბურკიაშვილი  2030-ის ყოფილი კონსულტანტია ეკონომიკურ საკითხებში. მსხვილი შემოწირულობაც მან 2016 წელს განახორციელა. 

ამავე თემაზე