2018-10-16 09:46:16
იქ გაჟღერებული ამბები, რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს - სერგეენკო

იქ გაჟღერებული ამბები, ჩემი აზრით, რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით

 რაც შეეხება იმას, რომ ჩანაწერში ფიგურანტი ერთ-ერთი პირი, დათო ცუხიშვილი ჯანდაცვის და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელია, სერგეენკოს თქმით, ის უწყებაში უფროს სპეციალისტად მუშაობს, რის შესახებაც ორი დღის წინ გაიგო.

“მე მართალი გითხრათ, გუშინწინ საღამოს გავიგე, რომ ეს ადამიანი სამინისტროს თანამშრომელია. მოგეხსენებათ, ახლა მოხდა გაერთიანება და საკმაოდ მრავალრიცხოვანი შტატებია ამ გაერთიანებული სამინისტროში. გუშინ დავაზუსტე, რომ ის უფროს სპეციალისტად მუშაობს გაერთიანებულ სამინისტროში. რაც შეეხება იმას, რა სტატუსით მონაწილეობდა ჩანაწერებში, ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება თვითონ ჩანაწერს, როცა მოვუსმინე, პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოუდგენელია, ეს რეალური იყოს. რამდენადაც მე ვიცი, ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და მგონი, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ იქ გაჟღერებული ამბები, ჩემი აზრით, რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს”, განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ამავე თემაზე