2018-10-15 19:25:08
ბესელიამ პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარი პროკურატურის შენობა უკომენტაროდ დატოვა. ეკა ბესელიას  ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და შესაბამისად უცნობია, რა მიზეზით იმყოფებოდა ის მთავარ საგამოძიებო ორგანოში.

მთავარ პროკურატურასთან  იმყოფებოდა მირზა სუბელიანის სიმამრი ბორის კაკუბავა, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად. მან არ დააკონკრეტას, თუ რის გამო იმყოფებოდა ის საგამოძიებო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ჟურნალისტებს აგინა

პროკურატურაში უკვე დასრულდა დეპუტატ  ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა, რომელიც  გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს.

 

ამავე თემაზე