2018-10-15 17:03:55
"ასეთი ჩანაწერის გაკეთების უფლება არავის არ ჰქონდა“

მეც ვარ მომხრე, რომ ეს გამოძიება მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართოს და პარლამენტმა, თავისი კონტროლის მექანიზმი გამოიყენოს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა:

„იმისთვის, რომ რამე არ დარჩეს ეჭვის დონეზე, გამოირიცხოს, არ დაგროვდეს კითხვები, ამ კითხვებისგან ჩვენც შინაგანად თავისუფალი ვიყოთ, მეც ვარ მომხრე, რომ ეს გამოძიება მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართოს და პარლამენტმა, თავის კონტროლის მექანიზმი გამოიყენოს. ამის ფორმებს ჩვენ მოვიფიქრებთ. მთავარ პროკურორს მეც დაველაპარაკები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი, აქ პარლამენტის წევრს ეხება საქმე, ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე პარლამენტის წევრი იყო, რომელიც ამბობს, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა. თავისთავად, ცხადია, რომ საუბრის შინაარსს ვერ შევაფასებ, ვიდრე გამოძიების მასალებს არ ვნახავთ, მაგრამ ფაქტია, რომ თავისთავად, კანონის დარღვევა მოხდა, კონსტიტუციური სტანდარტის, იმიტომ, რომ ასეთი ჩანაწერის გაკეთების უფლება არავის არ ჰქონდა“, - განაცხადა ბესელიამ. მისივე თქმით, ჩანაწერების ნამდვილობა თეორიულადაც დასაშვები რომ იყოს, ის ყველაფერს გააკეთებდა, რომ ნებისმიერ ადამიანს სტატუსის მუხედავად პასუხი ეგო.

 

ამავე თემაზე