2018-10-15 16:38:50
"პოლიტიკური დაქოქილი თოჯინა" - მელია კობახიძეზე

ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს "დაქოქილი თოჯინა" უწოდა. განცხადება მელიამ ბიუროს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც მირზა სუბელიანის მონაწილეობით აუდიოჩანაწერების გავრცელებაზე იყო საუბარი.

"არანაირი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ არის. საქართველოს პარლამენტს რომ ნამდვილი დეპუტატები ჰყავდეთ, აუცილებლად მოიწვევდნენ საგანგებო სხდომას და ხვალვე დააყენებდნენ მთავრობის ნდობის საკითხს. პოლიტიკური დაქოქილი თოჯინა, ერთი და იგივე გზავნილები, 2018 წელია კალენდარზე და წინა წლებზე საუბრობს." განაცხადა ნიკა მელიამ 

ამავე თემაზე