2018-10-15 16:09:56
"სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს, სუბელიანს და ტყვედ ჰყავხართ აყვანილი" (ვიდეო)

„მართვის სადავეები ხელთ კრიმინალებმა იგდეს, ქვეყანა პროგრესისკენ უნდა წასულიყო, მაგრამ ჩვეულებრივი ბანდიტების ხელში ხართ, ბანდიტების ხელში - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ უმრავლესობის წევრებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

მელია მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა:

"სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს, სუბელიანს და ა.შ. ქურდი რომ ჰყავდა შეყვანილი ავალიანი და აწამებდა, ეს ვერ მოვისმინეთ? ხომ არ გაგახსენდათ ასეთ შემთხვევაში გვარი თათუხაშვილი?! გამოვრიცხავდი, მაგრამ ოდნავ მაინც ვუშვებდი, რომ საგანგებო სხდომას მოიწვევდით ხვალ და მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებდით“, - მიმართა მელიამ ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს

ირაკლი კობახიძემ კი, ნიკა მელიას მიმართა, რომ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ საკუთარი ცოდვებიც გაეხსენებინა.

 

ამავე თემაზე