2018-10-15 16:01:26
"ჩვენ მირზა სუბელიანის მუქარის არ გვეშინია" - კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ მირზა სუბელიანის მხრიდან მუქარა იქნება, მმართველ გუნდს ამ მუქარის არ ეშინია. მისივე თქმით, ვერც საგამოძიებო კომისიამ და ვერც პროკურატურამ 100%-იანი სიზუსტით ვერ დაადგინა, ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები ვინ მიაყენა.

„რაც შეეხება კონკრეტულად მირზა სუბელიანის საკითხს, ჩვენ ვამბობდით, რომ თქვენი მესიჯი იყო ეს, რომ თითქოს ჩვენ გვეშინია მუქარის, შანტაჟის. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არც მუქარის გვეშინია, არც შანტაჟის გვეშინია და ეს ადამიანი დღეს ზის იქ, სადაც ზის. შესაბამისად, მომავალშიც ბუნებრივია, იგივე მიდგომა იქნება. თუ იქნება მუქარა მაგალითად, მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია და ზუსტად ვმოქმედებთ ჩვენი პრინციპების შესაბამისად იმიტომ, რომ არავის არ ეშინია მუქარის.

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რომელსაც იძიებდა საგამოძიებო კომისია, ჭეშმარიტება არის ისევ იგივე, რაც დადგინდა ჯერ პროკურატურის მიერ და შემდეგ საგამოძიებო კომისიის მიერ. როგორც ვერ დაადგინა 100%-იანი სიზუსტით პროკურატურამ, თუ სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი ვინ იყო ამ საქმეში, ასევე ვერ დაადგინეთ ვერც თქვენ. ეს არის აქ მთავარი გარემოება. დანარჩენი, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი როლი, თუ ვინმე რამეს დააშავებს, თუ ვინმეს აქვს კონკრეტული გადაცდომა, ამაზე გპირდებით, რომ პარლამენტი არცერთ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალს,“ - განაცხადა კობახიძემ.

 

ამავე თემაზე