2018-10-15 15:59:10
მმართველი გუნდი თანახმაა შს მინისტრი მთავარი პროკურორი პარლამენტში მივიდნენ

მმართველი გუნდი თანახმაა ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე შს მინისტრი მთავარი პროკურორი პარლამენტში მივიდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც გამოძიება გარკვეულ დეტალებს გამოკვეთს. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტში ბიუროს სხდომაზე გაკეთდა.

დეპუტატ მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტი გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას საპარლამენტო კონტროლს გაუწევს.

მდინარაძემ დღესაც ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ მაშინდელი პარლამენტისგან გასხვავებით მმართველი გუნდის დეპუტატები ნოტარიუსის როლს არ შეასრულებენ.

„ნოტარიუსის როლი არ ექნება საქართველოს პარლამენტს ამის გარანტიას გაძლევთ მთელი პასუხისმგებლობით. თქვენ იყავით მიხეილ სააკაშვილის ნოტარიუსები და ჩვენ არავის ნოტარიუსები არასდროს არ გავხდებით.

და თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ერთი კითხვაც რომ დარჩეს ამ კითხვას მივყვებით ბოლომდე და ბოლომდე ვიდრე არ გავარკვევთ სიმართლეს მანამდე ვიქნებით მოწადინებულები, რომ ეს სიმართლე გაირკვეს და საპარლამენტო კონტროლზე ვაგებთ პასუხს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება თავად მირზა სუბელიანს, მამუკა მდინარაძემ გაიხსენა კომისიის მუშაობის დროს მისი დაკითხვა და აღნიშნა, რომ მაშინ მირზა სუბელიანმა თქვა ტყუილი. მამუკა მდინარაძე დაინტერესდა ვინ ამხილა მაშინ მირზა სუბელიანი ტყუილში, რაზეც სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ მან თავად დაუსვა კითხვა სუბელიანს.

„იმ დაკითხვაზე მირზა სუბელიანმა მოგვაწოდა არასწორი ინფორმაცია, იქვე ჩვენივე შეტყობით ერთადერთი კითხვა ამ ტყუილთან დაკავშირებით შევუტრიალე მე,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ რაზეც სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ეს არის ტყუილი რადგან დაკითხვას აწარმოებდა ის თავად.

ამავე თემაზე