2018-10-15 13:28:48
"სერიოზული კითხვები მაქვს ჩანაწერების კანონიერებასთან და მოპოვებასთან დაკავშირებით“

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური და კანონიერი - აცხადებს ეკა ბესელია მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე. ბესელიამ განაცხადა, რომ კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

“ჩემთვის პირადად საინტერესო არის საკითხის სამართლებრივი მხარე. მე ასეთი მიდგომა მაქვს, პირველ რიგში, ვიდრე ჩანაწერების შინაარსზე გადავალთ, მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერება უნდა გადამოწმდეს. გამოძიების დაწყება არის დროული. ჩემთვის მნიშვნელოვია, რა ინფორმაციას დადებს გამოძიება - არის თუ არა ჩანაწერები კანონიერად მოპოვებული და ავთენტური. სერიოზული კითხვები მაქვს ჩანაწერების გაკეთების კანონიერებასთან და მოპოვებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბესელიამ. 

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან აზრი ვერ გამოიტანა და ვერ გაიგო ჩანაწერის იმ ნაწილის კონტექსტი, სადაც მისი სახელია ნახსენები.

ამავე თემაზე