2018-10-15 11:38:31
"ჩანაწერმა თავდაყირა დააყენა 6 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ სამართლიანობის აღდგენად მონათლული პასკვილი"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლოდერი გიგი უგულავა, გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩანაწერებმა თავდაყირა დააყენა ბევრი რამ.

"გუშინდელმა მასალამ თავდაყირა დააყენა მთელი ამ 6 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ სამართლიანობის აღდგენად მონათლული პასკვილი, რომელმაც ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა. ჩვენ გუშინ ვიხილეთ პროკურატურის განცხადება, სადაც პროკურატურა ამბობს, რომ საქმე იმაზე კი არ არის აღძრული, რომ სუბელიანს 50 "ავტომატჩიკი" ჰყავს, რომ მოწმეები გატაცებული და ნაწამები არიან, თურმე ვინ მიუყურადა უკანონოდ მირზა სუბელიანს, ეს ყოფილა პრობლემა",- აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, ყველას სჯერა, რომ ჩანაწერებში ნამდვილად მირზა სუბელიანი საუბრობს და რომ ის ამბობს სიმართლეს.

"დღეს ჩვენ შეიძლება ურცხვად ვიხილოთ "ოცნების" მხრიდან, რომ ამ ჩანაწერს, რომელიც უკანონოდ არის ჩაწერილი, არ აქვს სამართლებრივი ძალა. სამართლებრივ ძალაზე მეტად არის ის სიმართლე, რომელიც ფაქტია და საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ჩანაწერში ნამდვილად სუბელიანი საუბრობს. შორს ვარ ილუზიისგან, რომ ამას ვინმე გამოიძიებს. ამიტომ, სწორი პასუხი 28-ში უნდა გასცეს ქართულმა საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას", სხვა შემთხვევაში ჩვენ ნელა მივექანებით კატასტროფისკენ",- განაცხადა უგულავამ

 

ამავე თემაზე