2018-10-15 11:27:16
"სულ ამ ფაბრიკაციების მომსწრენი ვართ... ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება"

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, სკანდალურ ფარულ აუდიოჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, აუნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება:

"თავისთავად ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა რამდენადაც ბოლო დროს, ჩვენ სულ ამ ფაბრიკაციების მომსწრენი ვართ და ის ჩანაწერები, რაც რ2-მა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებთ გააჟღერა, მათი ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ამიტომ მე პირდაპირი ნდობა ვერ მექნება, რა თქმა უნდა და ამიტომ დაველოდები გამოძიებას.

კითხვები არსებობს, ბუნებრივია ყველას გაუჩნდა ეს კითხვები, იმდენად რამდენადაც ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელია ის საუბარი და ის მეთოდოლოგია რაზეც იქ ხმა ისმის" ამბობს სესიაშვილი. 

ამავე თემაზე