2018-10-15 10:58:29
"მოიპარეს ბავშვები... მამის თვალწინ ცემეს"- მოზარდების მკვლელობის აქამდე უცნობი ფაქტი

სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერის ერთ ერთ ფრაგმენტში საუბარია ერთ ფაქტზეც, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა ხორავას ინციდენტში მონაწილე ბავშვები გაიტაცეს და სცემეს.

 მირზა სუბელიანი ერთ-ერთ მომენტში ამბობს, რომ მას ე.წ. “ავტომატჩიკები” არ აკლია და სხვა რამის კადრება შეუძლია. 

„ის მ..ნერი მე გავწმინდე და იცოდა იმ ჩვენმა ძმამ რო ამ მ..ნერის გამო მე რა მომივიდოდა, მე ვუთხარი პრიკუპში მე მომაყოლებენ და დედას მომ..ნავენ, მომ..ნეს კიდეც, რატო ვზივარ? იმიტო ვზივარ რო... იცი რატომაც. იქ უნდოდათ გასვლა ამ დედა მო..ულებს, კაი, პირველი დარტყმა ავიტანე, პირველ დღეს ჩვენ ძმასთან რო მივედი, ჩვენი ძმა რო მივიდა, მე არ დავიწყე, შაყულაშვილი... მთელი კარტბლანში ვინ დაუდო თქვი ძმაო, აქ არიან, ჯანაშია აქ არის, ჩემი ქვისლი აქ არის, ბავშვები იქ არიან, სასწრაფოდ ოპერატიული ჯგუფი გავუშვი, ყ..ეზე დაიკიდეს ძმაო. მეორე შემთხვევას გეტყვი, რისი პაბლაშკა, ბო..შვილი ვიყო, ლამის ბუქნებს მაკეთებინებდნენ, ღამე წაიყვანეს, რაზე მაქ ზაზაზე აკრეფილი, მოიპარეს ბავშვები, მე ირაკლისაც ვუთხარი და მამის თვალწინ ცემეს, უძინართა მზეში ხდება და ერთად ერთი ჩვენ ცხონებულ გიოს გაუკეთეს ნაცებმა და ჩემ ოჯახს გაუკეთეს, მერე საქმე რო უფუჭდებოდათ, თვითონ გამოვიდნენ აქეთ კონტაქტზე და რაც ჩვენ გვაქ ნარბენი და დავულაგეთ საქმე, გამოსავალი მითხარიო, იმან რო მითხრა, რავი ძმაო, ამ სიტუაციაში მე გამოსავალს ვერ ვხედავმეთქი რა, იმიტო რო სახელმწიფო გადარჩეს ჩაჯექიო, ჩავჯექი ეგრევე. კაცურად მითხარი, ზეწოლა იყო შენზე და ხან ვის გიგზავნიდნენ და ხან ვის, რამდენჯერ გადაგიხვევია როდისმე? შენ წახვიდოდი ამ ნაბიჯზე? კაცურად მითხარი. არ წახვიდოდი, იმიტო რო პოლიტიკოსი ხარ, მაგრამ მე ძმაო პაგონები მაქ და ღირსება მაქ, წავედი ამაზე, რაზეა ლაპარაკი, უნდა სახელმწიფოს? ენაცვალოს ჩემი თავი და პატიმარ კაცს კიდე, ციხეში ვზივარ. და თავებს მიმარხავენ, მოდი შაყულა გადავარჩინოთ, იქ პეტრე გადავარჩინოთ. ეგრე არ გამოდის. თუ გგონია ჩვენ გიოზე უკეთესად ვიჯდე ძმაო ბოზიშვილი ვიყო, არ ვზივარ ძმაო. მაგათმა იციან რო მე ღირსება მაქ და იციან რო არც პრესაში წავალ და არც არსად, მაგრამ არ შეიძლება ადამიანთან ასე მოქცევა ბიჭო, რა დავაშავე მითხარი ძმაო, რა შექმენით, რა შექმენით მითხარი, მითხარი ძმობას გაფიცებ, შენ გგონია ეს საქმე ესე ჩაივლის? შენ გგონია ეს საქმე არ აფეთქდება...

“ვისაც ხელი დავაფარე ისინი ორივე მაგრად არიან, ერთიც ფულში მაგრადაა და მეორეც ფულში მაგრადაა. მე რა ჩემი ყ..ე წავიღე, არაფერი არ წამიღია.

"კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა, მაგას იმიტო კი არ იჭერენ დიდადაც უნდათ დაიჭირონ მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ, ჩემი ხათრი რო ქონოდათ, მაგან მე უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც პირველ დღეს მიიყვანეს და ბავშვები სცემეს.
ვ - ძირი საქმე რა დაენგრევა?
მ - ძირი საქმე მკვლელობის საქმე, ტ..კის თამაშს თავი დაანებონ.

ამათ იცი რისი ეშინიათ რო, ამის თემა, კაკავას... ამის თემა დახურონ რო მერე სამომავლოდ ვიღაცამ არ ამოქექოს.” იწმის ჩანაწერში. 

ამავე თემაზე