2018-10-12 16:14:59
სასამართლოში დღეს მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მცირეწლოვანი შვილი დაიკითხა

ბარნოვის ქუჩაზე, მომხდარი მლვლელობის საქმის სასამართლოზე დღეს მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მცირეწლოვანი შვილი დაიკითხა. სხდომაზე მხოლოდ უფროსი, შვიდი წლის ბავშვი იკითხებოდა, რომელმაც ჩვენება ფსიქოლოგის დახმარებით მისცა.

ფსიქოლოგ ქეთი თავართქილაძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო, მან ფსიქორეაბილიტაციის კურსი გაიარა, თუმცა გონებრივი განვითარების მიხედვით, სასამართლოსთვის ბავშვის მიერ მიცემული ჩვენება სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს. მისივე თქმით, ბავშვი  ამ დრომდე აგრძელებს ფსიქოლოგებთან ურთიერთობას.

„ბავშვს შეუძლია გადასცეს და აღიქვას ინფორმაცია თანმიმდევრულად. მისი საუბარი შეიძლება სარწმუნოდ ჩაითვალოს. ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო, გაიარა ფსიქორეაბილიტაციის კურსი“,-განაცხადა მან.

სასამართლო პროცესზე დღეს მცირეწლოვანის გარდა, ორი ფსიქოლოგი და მოკლული გამრეკელაშილის დაც დაიკითხა.

თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

 

ამავე თემაზე