2018-10-12 13:21:51
თავზარაშვილის იმპიჩმენტი- ოპოზიციამ გორის საკრებულოს მიმართა

გორის მერის იმპიჩმენტის მოთხოვნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა. ამ მოთხოვნით თვითმმართველობას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს.

ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ,  რომ გორს ჰყავს სამარცხვინო მერი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში.

ოპოზიციის გარდა კონსტანტინე თავზარადშვილის გადადგომას სამოქალაქო საზოგადოებაშიც ითხოვენ. manifest.ge-ზე პეტიციაც შეიქმნა და თავზარაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება.

ამავე თემაზე