2018-10-12 13:06:47
"ევროკავშირი „ომეგას“ საქმეს ყურადღებით აკვირდება და ვიმედოვნებთ, რომ ადგილი ექნება გამოძიების დასრულებას"- ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოძიება ეფექტურად ჩატარდება. მისი თქმით, ევროკავშირი საქმეს ყურადღებით აკვირდება.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით „ომეგას“ საქმეს. ვიმედოვნებთ, რომ ჩატარებული იქნება დამოუკიდებელი გამოძიება და ნათელი გახდება, თუ რა მიზეზი დგას იმის უკან, რასაც ვხედავთ. ვიმედოვნებთ, რომ ეფექტური გამოძიების ჩატარებასა და დასრულებას ექნება ადგილი ამ საქმეზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამავე თემაზე