2018-10-12 12:27:28
"ფარცხალაძე, მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, ჩუბინიშვილი და რა თქმა უნდა, პარტაიგენოსე ივანიშვილი - აი, ვინ არის ხელისუფლება"

"ფარცხალაძე, მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, ჩუბინიშვილი და რა თქმა უნდა, პარტაიგენოსე ივანიშვილი - აი, ვინ არის ხელისუფლება" - გრიგოლ ვაშაძე ფარცხალაძის გამდიდრების მიზეზებზე საუბრობს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ფარცხალაძეს ხელს არც პროკურატურა აფარებს და არც რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი, რადგან ფარცხალაძე, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი სწორედ ის პირები არიან, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ.

„ჩვენ ერთმანეთს თვეზე მეტია ვაძლევთ შეკითხვებს, რომელზეც პასუხი იცის პირველ კლასელმაც კი ხელისუფლება ატერორებს ბიზნესს. ხელისუფლება ატერორებს თავისუფალ მედიას და ჩვენ ერთმანეთს ვეკითხებით ვინ აფარებს ფარცხალაძე სახელსო. ფარცხალაძე ხელს აფარებს თავის თავს იმიტომ რომ ფარცხალაძეა ხელისუფლება. აი ისინი ვინც პრემიერ მინისტრს ეძახიან თავის თავს გენერალურ პროკურორს, ეს ხალხი კი არ არის ხელისუფლება ფარცხალაძე, უჩა მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, ჩუბინიშვილი და რა თქმა უნდა, პარტაიგენოსეივანიშვილი - აი, ვინ არის ხელისუფლება და რა თქმა უნდა, თავის თავს დააფარებენ ხელს აბა რას იზამენ?,“-ამბობს ვაშაძე.   

ამავე თემაზე