პოლიტიკა
2018-10-12 12:21:19
"ამერიკულ მხარეს აინტერესებდა რა გეგმები გვაქვს, თუ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ"- ვაშაძე ჯორჯ კენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ჯორჯ კენტს შეხვდა.შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამას გაეცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

"გასაგები არის, რომ ამერიკულ მხარეს აინტერესებდა ჩვენი პროგრამა, ჩვენი შეხედულება, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და რა გეგმები გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ. ჩვენ გვაინტერესებდა, რას ფიქრობს ამერიკული მხარე რეგიონალურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო ურთიერთობაზე, რაც შეეხება საქართველოს და მის მეზობლებს,“ - განაცხადა ვაშაძემ

ამავე თემაზე
"შემაძრწუნებელია გარემო, რომელიც დღეს არის"- ზურაბიშვილი ჯორჯ კენტს შეხვდა
2018-10-12 12:16:17