პოლიტიკა
ეკონომიკა
2018-10-12 12:06:47
საჯარო სექტორში ანაზღაურება დაბალია, რაც ამ სექტორის განვითარებისათვის კარგი არ არის - კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდება და 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს.

დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა საჯარო სექტორში ანაზღაურება არის მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე კერძო სექტორში, რაც საჯარო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის მთლად კარგი არ არის- განაცხადა კაკაურიძემ და აღნიშნა, რომ გასულ წელს 100-მილიონ ლარზე მეტი იყო ეკონომია როგორც შტატიანი, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაში.

“სადღაც დანამატები შეიზღუდა, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიები, ასევე მოხდა გარკვეული ოპტიმიზაცია, თანამდებობების გაუქმება. ამან გამოიწვია ის, რომ 2017-2018 წელს 1000-მდე საშტატო ერთეული ვაკანტური დარჩა. იმისათვის, რომ ამ თანამდებობებზე ახალი კადრების დანიშვნა არ მომხდარიყო, 2019 წლის ბიჯეტში ეს რაოდენობა მცირდება. ეს უკვე განხორციელებული ოპტიმიზაციია, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში აისახა. 100- მილიონ ლარზე მეტი იყო ეკონომია 2017 წელს, რაც მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ საკმაოდ რთული საჯარო სექტორისათვის. დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა საჯარო სექტორში ანაზღაურება არის მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე კერძო სექტორში, რაც საჯარო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის მთლად კარგი არ არის“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

ამავე თემაზე