რეგიონები
2018-10-12 11:23:08
გოგი წულაია საღორიის ტყეში ხეებს ჩეხავს - მორიგი პერფორმანსი (ვიდეო)

გოგი წულაიას მორიგი პერფორმანსი. ქუთაისში, საღორიის ტყეში, ბენზოხერხით მან დაზიანებული ხეები დაჩეხა.

წულაია ამბობს, რომ ტყეში არის დაავადებული ხეები, რომლებიც სხვა მცენარეებსაც აზიანებს და საჭიროა მათი გაჩეხვა. წულაია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ამის უფლება მისცეს.

წულაია მოსახლეობას მოუწოდებს, თუ ნახავენ დაავადებულ ხეებს მოჭრან, ხოლო თუ ამისთვის დააჯარიმებენ, უპასუხონ -"რატომ წულაია არ დააჯარიმეთ, პირდაპირ ეთერში, რომ დაჭრა ხეებიო?"

გოგი წულაია მის მიერ დაჩეხილი ხის გაჭირვბებული მოსახლეოებისთვის დარიგებას გეგმავს და იმედოვნებს, რომ მოქრთამვაში არ ჩაუთვლიან

 

 

ამავე თემაზე