2018-10-12 11:13:22
აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოში ჩამოდის

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი მორიგი საგარეო ვიზიტის ფარგლებში საქართველოსაც ეწვევა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„20 ოქტომბერს მე რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ვიზიტს ვიწყებ. შევხვდები ჩემს კოლეგებს და სხვა მაღალჩინოსნებს, რათა წინ წავწიო აშშ-ს ინტერესები უსაფრთხოების მიმართულებით“, - წერს ჯონ ბოლტონი.

ამავე თემაზე