2018-10-12 10:19:26
22 847 გორელის მიერ არჩეული მერი - ვინ არის კონსტანტინე თავზარაშვილი?

გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, 2017 წლის ადგილობრივ არჩვენბში არჩევნებზე მისულთა 54,49 % მიიღო, რაც სულ 22 847 ხმაა.

კონსტანტინე თავზარაშვილი მერად არჩევამდე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2014-17წწ.  2002-04 წლებში კი გორის გამგებლის მოადგილე.

დაბადების თარიღი: 15.08.1957წ.

განათლება:  საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტი -  სამშნებლო ფაკულტეტი 

სამუშაო გამოცდილება: 

2017 ნოე. - დღემდე   - გორი მუნიციპალიტეტის მერი

2014-17წწ. - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

2002-04 წწ. - ქ. გორის გამგებლის მოადგილე 

1998-2002 წწ. - შპს "მარინის" დირექტორი

1992-98 წწ. - გორის სასურსათო კომბინატის დირექტორის მოადგილე

1991-92 წწ. - ავტოსატრანსპორტო გაერთიანების მშნებლობის განყოფილების უფროსი

1988-91 წწ. - ავტოსატრანსპორტო გაერთიანების პარტიული კომიტეტის მდივანი

1982-85 წწ. - ქ. გორის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი

1975-82 წწ. - გორის რაიონის საპროექტო ბიურო - არქიტექტორი

ენები:  ქართული, რუსული

ოჯახური მდგომარეობა:   მეუღლე და სამი შვილი. 

შეგახსენებთ, რომ სკანდალური განცხადების შემდეგ, რა დროსაც თავზარაშვილმა 2008 წელს ქართული მხარე ომის დაწყებაში დაადანაშაულა, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს. ოპონენტები იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებენ. manifest.ge-ზე კი მისი გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება.

ამავე თემაზე