სიახლეები
პოლიტიკა
2018-10-12 09:53:11
"სასარგებლოდ რომ არ მუშაობს ეს სახელი ჩვენთვის, ცხადია" - რომან კაკულია ოთარ ფარცხალაძეზე 

"ამ ეტაპზე ბევრ შეკითხვას აჩენს... სასარგებლოდ რომ არ მუშაობს ეს სახელი ჩვენთვის, ცხადია" - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან კაკულიამ, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შემოსავლებთან დაკავშირებით გააკეთა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ამბობს, რომ ფარცხალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და გავრცელებული ინფორმაციები, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

რომან კაკულიას თქმით, ამ ეტაპზე პოზიციის ჩამოყალიბება რთულია, თუმცა მისივე განცხადებით, ცხადია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის სახელი მმართველი გუნდისთვის სასარგებლოდ არ მუშაობს.

„ამ ადამიანის შესახებ იმდენი საუბარია, დასკვნები, რომ გააკეთო ან ყველაფერი უნდა იცოდე ან ჯობია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამ ეტაპზე ბევრ შეკითხვას აჩენს ზოგადად, მაგრამ ეს შეკითხვები რამდენად ლეგიტიმურია, რა არის ამ შეკითხვების უკან, ამომწურავი ინფორმაციის გარეშე ძნელია პოზიციის ჩამოყალიბება. სასარგებლოდ რომ არ მუშაობს ეს სახელი ჩვენთვის, ეს ცხადია,“-აცხადებს რომან კაკულია.  

ამავე თემაზე