2018-10-12 03:15:45
"ეს მოსკოველ დემონებზე დიდი გამარჯვებაა"-პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებას "მოსკოველ დემონებზე" გამარჯვება უწოდა. "ეს უკრაინელი ხალხის მოსკოველ დემონებზე დიდი გამარჯვებაა.ავტოკეფალიის მიღება ნიშნავს მესამე რომის, როგორც რუსეთის უძველესი განაცხადისა მსოფლიო ბატონობაზე. უფალმა სათანადოდ დააფასა ჩვენი შრომა. მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ საბოლოოდ გააქარწყლა მოსკოვის იმპერიალისტური ამბიციები და შოვინისტური ფანტაზიები. დღეს ჩვენ მივიღეთ ავტოკეფალია. კრების შემდეგ, უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის არჩეული მეთაური მიიღებს ტომოსს“, - განაცხადა პოროშენკომ.
ამავე თემაზე