სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-10-11 18:49:14
"სახლი არის თანამედროვე დიზაინის, ღია, ნათელი, კომფორტული"- ადვოკატი

ოთარ ფარცხალაძის სახლი არის თანამედროვე დიზაინის, ღია, ნათელი კომფორტული- აცხადებს ყოფილი მთავარი პრკურორის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

ფარცხალაძის მისამართით არსებულ კითხვებს დღეს მისმა ადვოკატმა უპასუხა. სპეციალურ ბრიფინგზე გაგი მოსიაშვილი ფარცხალაძის სახლზე მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა და დეტალურად ისაუბრა როგორ შეიძინა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა წყნეთში მდებარე მიწის ნაკვეთი:

"წყნეთში ე.წ. კაკლების მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები ოთარ ფარცხალაძემ შეიძინა დავით მამულაიშვილისგან. მამულაიშვილმა კი ეს მიწები შეიძინა იოსებ დოლიძისგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მიწის შეძენის შემდეგ დავით მამულაიშვილმა დაიწყო გარკვეული სამუშაოები, აყავს არქიტექტორი და აშენებს სახლს. ერთი წლის თავზე უკვე დავით მამულაიშვილისგან ყიდულობს ფარცხალაძე უძრავ ქონებას და ის რეალიზაციას ახდენს სამჯერ უფრო ძვირად, ვიდრე დაუჯდა მიწის ნაკვეთების შეძენა. საცხოვრებელი სახლის პროექტირება განხორციელებულია დავით მამულაიშვილის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი საკმაოდ კარგი და საინტერესოა. მონაყოლი ამბავი, ვითომდა აღნიშნული საცხოვრებელი ბინა არის არასწორი, ფანჯრები რომ არ აქვს და ა.შ. რეალურად არის სიცრუე. საცხოვრებელი სახლი არის თანამედროვე დიზაინის, ღია, ნათელი კომფორტული“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა და აღნიშნა, რომ არავითარი კავშირი ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმესა და ფარცხალაძის მიერ უძრავი ქონების შეძენას შორის არ არის.

ამავე თემაზე